შ უ ა მ ა ვ ლ ო ბ ი ს ხ ე ლ შ ე კ რ უ ლ ე ბ ა N16112022-001
ქ. თბილისი
ხელშეკრულების მხარეები:
შპს „სერვის4“ (ს.კ 405213013) წარმოდგენილი დირექტორის დავით წიქარიძის მიერ, შემდგომში „შუამავალი“
და
Giorgi Sidamonidze (ID: 01007007747) შემდგომში „გამქირავებელი“,
ვთამხდებით:
ვინაიდან, გამქირავებლის სარგებლობაში არის ავტომობილი/ავტომობილები და აქსესუარები და სურს მათი გაქირავება,
ვინაიდან, გამქირავებელს განთავსებული აქვს ინფორმაცია (შეთავაზება) წინამდებარე ხელშეკრულების დანართ N1-ში გათვალისწინებულ ვებ-გვერდზე და ვებ-გვერდის მესაკუთრესთან დადებული აქვს შესაბამისი ხელშეკრულება,
ვინაიდან, გამქირავებელს სურს მიიღოს გაუმჯობესებული საშუამავლო მომსახურება და გააქირავოს ქირავნობის საგანი, იმგვარად, რომ უზრუნველყოფილი იყოს დამქირავებელთან ურთიერთობა და ქირავნობის დაჯავშნა,
ვინაიდან, გამქირავებელი თანახმაა, რომ შუამავალს ჰქონდეს სრული წვდომა გამქირავებლის მიერ ვებ-გვერდზე განთავსებულ ინფორმაციასთან, რომელსაც გამოიყენებს ამ ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებების შესასრულებლად,
რადგან, შუამავალს ვებ-გვერდის მესაკუთრისგან/მფლობელისგან მიღებული აქვს უფლება გამოიყენოს ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაცია და გამოთქვამს სურვილს, გამქირავებელს დაეხმაროს დამქირაველთან ურთიერთობაში და უზრუნველყოს ქირავნობის დაჯავშნა, დამქირავებელთან ურთიერთობა და სხვა მომსახურებები,
შუამავალმა და გამქირავებელმა განიზრახეს დადონ წინამდებარე ხელშეკრულება, რომელიც დაარეგულირებს მათ ურთიერთობას და შეთანხმდნენ შემდეგ პირობებზე:
1. ტერმინთა განმარტება
ვებ-გვერდი - შუამავალის მფლობელობაში არსებული ვებ-გვერდი
დამქირავებელი - მესამე პირი, რომელიც გამქირავებელთან დებს ქირავნობის ხელშეკრულებას გამქირავებლის მიერ ვებ-გვერდის მეშვეობით შეთავაზებული პირობებით ელექტრონული ან/და სხვა ფორმით.
შეთავაზება - გამქირავებლის მიერ ვებ-გვერდზე განთავსებული ქირავნობის საგნის გაქირავების პირობები (ტექსტური ინფორმაცია, ფოტომასალა და არსებითი სახელშეკრულებო პირობები) დამქირავებლისთვის.
ქირავნობის საგანი - ავტომობილები და აქსესუარები (რომელშიც შედის, მაგრამ არ შემოიფარგლება: ზედა საბარგული, GPS ნავიგაციის სისტემა, ბავშვის სავარძელი, მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვები და სხვა).
ქირავნობის ხელშეკრულება - ხელშეკრულება, რომლის არსებით პირობებსაც ვებ-გვერდის მეშვეობით გამქირავებელი სთავაზობს დამქირავებელს და რომლის დადებაც ხდება გამქირავებელსა და დამქირავებელს შორის.
დაჯავშნა (ჯავშანი) - ქირავნობის საგნის დაქირავების სურვილის გამოხატვა დამქირავებლის მიერ ვებ-გვერდის მეშვეობით, რომელიც შეიძლება დამქირავებელმა გააუქმოს ვებ-გვერდზე მითითებულ ვადაში.
ქირავნობის ღირებულება - გამქირავებლის მიერ ვებ გვერდზე განსაზღვრული ქირავნობის საგნის გაქირავების საათობრივი/დღიური ღირებულებას დამატებული დაზღვევის მოსაკრებელი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
დამატებითი მომსახურების საკომისიო - შუამავლის მიერ დაჯავშნისთვის ან/და დამქირავებლისთვის მომსახურების გაწევის სანაცვლოდ დადგენილი საკომისიო, რომელიც შესაძლოა იყოს ფიქსირებული თანხა, ან განისაზღვრებოდეს ქირავნობის ღირებულების პროცენტით;
მინიმალური შეკვეთის ოდენობა - ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული ქირავნობის მინიმალური ოდენობა, საიდანაც არ მოხდება საშუამავლო მომსახურების გადახდა;
საშუამავლო მომსახურეობა - დანართი N1-ით გათვალისწინებული მომსახურება კონტექსტის შესაბამიასდ;
2. საშუამავლო მომსახურება
2.2. შუამავალი ცალმხრივად იღებს გადაწყვეტილებას წარმოადგინოს გამქირავებლი სადაზღვევო კომპანიასთან, გამქირავებლისაგან მიიღოს შუამავლის მიერ განსაზღვრული თანხა, და უზრუნველყოს ავტომობილის დაზღვევა.
3. ანგარიშიდან ფულადი სახსრების გადარიცხვა (უაქცეპტო განაცხადი)
3.1. გამქირავებელი აცხადებს თანხმობას შუამავლის მიმართ წინამდებარე ხელშეკრულების დანართი N1-ით გათვალისწინებული ვალდებულების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შესრულების მიზნით, ასეთი ვალდებულების წარმოშობის შემდეგ გამქირავებლის შემდგომი თანხმობის გარეშე (უაქცეპტო წესით) ჩამოეჭრას შუამავლის (ან/და შესაბამისი ფინანსური ორგანოს / ბანკის მიერ) თანხა გამირავებელს, მისი საბანკო ანგარიშიდან (ან/და საბანკო ბარათიდან რომელიც დაფიქსირებული იქნება შუამავლის ვებ-გვერდზე).
3.2. იმ შემთხვევაში, თუ დავალიანება დაფიქსირებულია ანგარიშზე არსებული თანხის ვალუტისგან განსხვავებულ ვალუტაში, ეკვივალენტი განისაზღვრება თანხის დამქირავებლის მიერ მომსახურების საკომისიოს გადახდის მომენტისათვის დადგენილი კურსით;
4.1. გამქირავებელი ადასტურებს, რომ შუამავალს აქვს უფლება გამოიყენოს ვებ-გვერდზე გამქირავებლის მიერ განთავსებული ინფორმაცია და ამ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიზნით გადასცეს მესამე მხარეს. ასევე აქვს უფლება ვებ-გვერდის მეშვეობით უზრუნველყოს დაჯავშნა და შეასრულოს წინამდებარე ხელშეკრულებით ნაკისრი სხვა ვალდებულებები გამქირავებლის მიმართ.
4.2. გამქირავებელი ადასტურებს, რომ იგი კანონიერად ფლობს იმ ქირავნობის საგნებს და ადასტურებს, რომ მათ შესახებ ნამდვილ და უტყუარ ინფორმაციას განათავსებს ვებ-გვერდზე და უფლებმოსილია გააქირავოს შეთავაზებული ქირავნობის საგანი. ასევე, გამქირავებელი ადასტურებს, რომ გასაქირავებელ/გაქირავებულ ქირავნობის საგნებს სისტემატიურად უტარდება ტექნიკური შემოწმება და გაქირავების მომენტში იქნება უსაფრთხო და ტექნიკურად გამართულ მდგომარეობაში.
4.3. გამქირავებელი ვალდებულია უზრუნველყოს ავტომანქანის უფლებრივად (მათ შორის ავტომანქანაზე არ უნდა ფიქსირდებოდეს ავტოსატრანსპორო ჯარიმა ) და ტექნიკურად უნაკლო არსებობა.
4.4. მხარეები ადასტურებენ, რომ ქირავნობის ხელშეკრულების მონაწილენი არიან მხოლოდ გამქირავებელი და დამქირავებელი. შუამავალი არ წარმოადგენს ქირავნობის ხელშეკრულების მხარეს და ასრულებს მხოლოდ შუამავლის ფუნქციას, ხოლო ქირავნობის ხელშეკრულების პირობებზე შეთანხმება ხდება გამქირავებელსა და დამქირავებელს შორის, ისევე, როგორც ხელშეკრულების შესრულება და ხელშეკრულების არაჯეროვნი შესრულებით ან/და შეუსრულებლობით გამოწვეულ შედეგებზე შუამავალი პასუხს არ აგებს, რამდენადაც არ მონაწილეობს ქირავნობის ხელშეკრულებაში.
4.5. გამქირავებელი თავად უზრუნველყოფს ქირავნობის საგნის დამქირავებლისთვის მიწოდებას და დაბრუნებას.
4.6. გაურკვებლობის თავიდან ასაცილებად, მხარეები აცხადებენ, რომ შუამავალს არ გააჩნია რაიმე სახის პასუხისმგებლობა ქირავნობის საგნის დაზიანების შემთხვევაში, ან/და დამქირავებლის / გამქირავებლის მიერ რაიმე სახის ფინანსური სანქციის მიღებასთნ დაკავშირებით.
5. ხელშეკრულების ვადა:
5.1. ხელშეკრულება ძალაში შედის ხელშეკრულების ხელმოწერისთანავე და მოქმედებს 1 წლის განმავლობაში.
5.2. ხელშეკრულება ავტომატურად გაგრძელებულად ითვლება იმავე ვადითა და პირობებით ყოველ მომდევნო პერიოდზე, თუ ხელშეკრულების ამოწურვამდე სულ ცოტა ერთი კვირით ადრე რომელიმე მხარე არ განაცხადებს უარს ხელშეკულების გაგრძელებაზე.
6. კონფიდენციალობა
6.1. მხარეები ვალდებულებას იღებენ დაიცვან ერთმანეთისგან მოპოვებული ინფორმაციის კონფიდენციალობა ხელშეკრულების მოქმედების ვადების შეუზღუდავად, გარდა ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებისა.
6.2. წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები წარმოადგენს კონფიდენციალურ ინფორმაციას და მეორე მხარის წერილობითი თანხმობის გარეშე არ უნდა მოხდეს მათი გამჟღავნება სხვა მხარისათვის, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
7. მარეგულირებელი კანონმდებლობა და დავების გადაწყვეტის წესი
7.1. ხელშეკრულების დამდები მხარეები თანხმდებიან მასზედ, რომ ყველა ღონეს იხმარენ, რათა მოლაპარაკებების მეშვეობით, შეთანხმებით მოაგვარონ ნებისმიერი უთანხმოება და დავა, წარმოქმნილი მათ შორის ხელშეკრულების ან მასთან დაკავშირებული საკითხების ირგვლივ.
7.2. ეს ხელშეკრულება და მისგან გამომდინარე მხარეთა უფლება-მოვალეობები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით.
7.3. მხარეთა შორის წამოჭრილი ყველა სადავო საკითხი გადაწყდება ურთიერთმოლაპარაკების გზით ან საქართველოს კანონმდებლობის შეესაბამისად.
7.4. მხარეთა შორის წამოჭრილი ნებისმიერი დავის ან/და უთანხმოების მოლაპარაკების გზით გადაწყვეტის შეუძლებლობის შემთხვევაში, დავას განიხილავს თბილისის საქალაქო სასამართლო. შემსრულებელის ან/და კომპანიის მიერ მოთხოვნის შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება (მათ შორის გადახდის ბრძანება) უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 11 ნაწილის შესაბამისად.
8. ფორს-მაჟორი
8.1. არც ერთი მხარე არ აგებს პასუხს წინამდებარე ხელშეკრულების პირობების შესრულების დაყოვნებისთვის ან შეუსრულებლობისთვის, თუ ეს წარმოადგენს დაუძლეველი ძალის გარემოებების შედეგს, მათ შორის და არა მარტო: ხანძრის, აფეთქების, ბუნებრივი კატაკლიზმების, ავადმყოფობის, ომების, გაფიცვების და აჯანყებების, ადგილობრივი ხელისუფლების მოქმედებების ან ელექტროენერგიის გამორთვის შედეგს. ამასთან, ფორს-მაჟორული გარემოებების მოქმედებების შეწყვეტის შემთხვევაში, მხარეებმა დაუყოვნებლივ უნდა განაახლონ წინამდებარე ხელშეკრულების პირობების შესრულება.
8.2. მხარემ, რომელიც არ ასრულებს საკუთარ ვალდებულებებს დაუძლეველი ძალის მოქმედების გამო, ვალდებულია დაუყოვნებლივ შეატყობინოს მეორე მხარეს აღმოცენებული წინააღმდეგობების და მათი გავლენის შესახებ წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულებაზე.
9. სხვა პირობები
9.1. ხელშეკრულება შედგენილია ქართულ ენაზე ორ თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ეგზემპლარად.
9.2. ამ ხელშეკრულებით გაუთვალისწინებელ შემთხვევებში, მხარეები მოქმედებენ საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის თანახმად.
9.3. წინამდებარე ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ ძალადაკარგულად ითვლება მხარეთა შორის მანამდე არსებული ყველა ზეპირი ან/და წერილობითი შეთანხმება, იმ პირობების შესახებ რაც ამ ხელშეკრულებითაა მოწესრიგებული და მხარეებმა უნდა იმოქმედონ მხოლოდ წინამდებარე ხელშეკრულებით.
9.5. მხარეები თანხმდებიან, რომ დამქირავებლის მიერ ხელშეკრულებაში ცვლილებასთან დაკავშირებით 5 კალენდარული დღის განმავლობაში პრეტენზიის/პოზიციის გამოუთქმელობის შემთხვევაში ხელშეკრულებაში შესული ცვლილება ითვლება ძალაში შესულად.
10. მხარეთა რეკვიზიტები და ხელმოწერები
შუამავალი: შპს სერვის 4 ს.კ 405213013 ელ. ფოსტა: dtsikaridze@gmail.com
დირექტორი |
გამქირავებელი: Giorgi Sidamonidze (ID: 01007007747) ელ. ფოსტა: g.sidamonidze@gmail.com
|
დანართი N1
ვებ-გვერდი |
autos4share.com |
საშუამავლო მომსახურეობა |
საშუამავლო მომსახურება არის ვებ-გვერდზე გამქირავებლის მიერ განთავსებული შეთავაზების ფარგლებში ქირავნობის დაჯავშნის უზრუნველყოფა და დამქირავებელთან ურთიერთობა, დახმარება ქირავნობის ხელშეკრულების დადებაში, ჯავშნის დადასტურების შესახებ შეტყობინების გაგზავნა გამქირავებლისთვის/დამქირავებლისთვის და დამქირავებლის მიერ გამქირავებლისთვის ქირავნობის ღირებულების გადახდის უზრუნველყოფა (მ.შ შუამავლის საბანკო ანგარიშის მეშვეობით), ქირავნობის ღირებულების გამქირავებლისთვის გადარიცხვის უზრუნველყოფა და ჯავშნის გაუქმებისთვის დადგენილ ვადაში ჯავშნის გაუქმების შემთხვევაში დამქირავებლის მიერ გადახდილი ავანსის დაბრუნების უზრუნველოფა (ასეთის არსებობის შემთხვევაში). გაურკვევლობის თავიდან აცილების მიზნით მხარეები აცხადებენ, რომ შუამავლის ვალდებულებას არ წარმოადგენს დამქირავებლის მიერ ქირავნობის ღირებულების გადახდის უზრუნველყოფა. მხარეები თანხმდებიან, რომ გამქირავებელი ვალდებულია მოახდინოს მის საკუთრებაში არსებული ქირავნობის საგნ(ებ)ის გამართულ მდგომარეობაში ყოფნა. ქირავნობის საგნის ვებ-გვერდზე ატვირთვისას და სახელშეკრულებო ურთიერთობის მოქმედების მთელს პერიოდში გამქირავებელი ვალდებულია: · უზრუნველყოს სატრანსპორტო საშუალების, რომელიც წარმოადგენს ქირავნობის საგანს, დაზღვევა შუამავლისთვის მისაღებ სადაზღვევო კომპანიაში შუამავლისთვის მისაღები პირობებით; · ავტომანქანა უნდა იყოს დაზღვეული 100%-ით უფრანჩიზო დაზღვევით, ნებისმიერი მძღოლისათვის (როგორც საქართველოს მოქალაქისათვის ისე საქართველოს მოქალაქეობის არმქონე მქონე პირბისათვის), რომლის ასაკიც არის მინიმუმ 21 წელი და გააჩნია მინიმუმ 1 წლიანი მართვის მოწმობის გამოცდილება, · უზრუნველყოს სატრანსპორტო საშუალებისთვის სავალდებულო ტექ.დათვალიერების არსებობა; · უზრუნველყოს ვებ გვერდზე სატრანსპორტო საშუალების მდგომარეობის ამსახველი ფოტოების, მესაკუთრის/წარმომადგენლის მართვის მოწმობისა და მისი საკუთარი ფოტოსურათების განთავსება; · განსაზღვროს ავტომანქანის გაქირავების ფასი; მხარეები თანხმდებიან, რომ შეთავაზების დადასტურებას ახდენს შუამავალი. იმ შემთხვევაში თუ შუამავალი ჩათვლის, რომ გამქირავებლის მიერ განთავსებული შეთავაზება არ შეესაბამება მოთხოვნებს, იგი უფლებამოსილია უარი თქვას შეთავაზების განთავსებაზე. შუამავალი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს, თავისი შეხედულებისამებრ, შეუჩეროს გამქირავებელს შეთავაზების განთავზება ვებ-გვერდზე. შუამავალი უფლებამოსილია თავისი შეხედულებისამებრ, შეაჩეროს / შეწყვიტოს ან გადაამისამართოს ჯავშანი, იმ შემთხვევაში თუ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ავტომანქანა არ პასუხობს მოთხოვნილ პირობებს, ან გამქირავებელი არღვევს წინამდებარე ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს.
|
მომსახურების ღირებულება/ანგარიშსწორების წესი
|
საშუამავლო მომსახურების ღირებულება განისაზღვრება 9 (ცხრა) აშშ დოლარის ექვივალენტის ოდენობით, შუამავლის მიერ საშუამავლო მომსახურების შედეგად გაქირავებული ავტომობილისათვის, ყოველი კალენდარულ დღეზე. მხარეები თანხმდებიან, რომ საშუამავლო მომსახურების სანაცვლოდ შუამავლი უფლებამოსილია მიიღოს გამქირავებლის მიერ ვებ-გვერდზე განთავსებული შეთავაზების შედეგად დადებული ქირავნობის ღირებულებაზე შუამავლის მიერ დამატებულ მომსახურების საკომისიო(ებ)ს (რაც შესაძლებელია განისაზღვროს მომსახურების საკომისიოთი, დამატებით მომსახურეობის საკომისიოთი, დაზღვევის და სხვ. ) რაზეც გამქირავებელს პრეტენზია არ გააჩნია. გამქირავებელი აცხადებს თანხმობას, საჭიროების შემთხვევაში მიიღოს დამქირავებლისაგან შუამავლის მომსახურების საკომისიო და მოახდინოს აღნიშნული მომსახურების საკომისიოს შუამავალსათვის გადაცემა შუამავლის მიერ მოთხოვნიდან (მაგრამ არაუადრეს დამქირავებლის მიერ თანხის მიღებამდე) 3 სამუშაო დღის განმავლობაში; მხარეთა შორის ანგარიშსწორება იწარმოება შემდეგი წესით: Ø იმ შემთხვევაში თუ ქირავნობის ღირებულების გადახდა დამქირავებლის მიერ მოხდება შუამავალთან ან/და შუამავლის აფილირებულ პირთან, შუამავალი უზრუნველყოფს გამქირავებლისათვის მისი კუთვნილი მომსახურების ღირებულების დაკავებას, ხოლო გამქირავებლის კუთვნილი თანხის გადახდას განახორციელებს, არაუგვიანეს თანხის მიღებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში. Ø იმ შემთხვევაში თუ ქირავნობის ღირებულების გადახდა დამქირავებლის მიერ მოხდება გამქირავებელთან, გამქირავებელი უზრუველყოფს შუამავლის კუთვნილი თანხის გადაცემას არაუგვიანეს, შუამავლის მიერ მოთხოვნიდან 3 (სამი) სამუშაო დღის განმავლობაში. მხარეები თანხმდებიან, რომ ანაზღაურების ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, თითოეული მხარე უფლებამოსილია (მაგრამ არ არის ვალდებული) დააკისროს დამრღვევ მხარეს პირგასამტეხლო, ქირავნობის ღირებულების 0.1%-ის ოდენობით, ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის. |